აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების დროს 48 ირანელი ლიდერი დაიღუპა.
„პროცესი წინ მიიწევს. სწრაფად მიიწევს წინ. ასეა 47 წელია. არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა და ეს სწრაფად მიიწევს წინ“, - აღნიშნა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ეს რომ არ გაეკეთებინათ, ირანს ორ კვირაში ბირთვული იარაღი ექნებოდა.
„ჩვენ რომ ეს არ გაგვეკეთებინა, მათ ორ კვირაში ბირთვული იარაღი ექნებოდათ და მაშინ ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა“, - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ახალ ლიდერებს საუბარი სურთ.
„მათ საუბარი სურთ და მე დავთანხმდი საუბარს, ამიტომ მე მათ ვესაუბრები. მათ ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. უნდა შემოეთავაზებინათ ის, რაც ძალიან პრაქტიკული და ადვილი იყო უფრო ადრე. ისინი ძალიან დიდხანს იცდიდნენ“, - განუცხადა ტრამპმა გამოცემა „The Atlantic“-ს.
ამასთან, კითხვაზე, როდის აპირებს ირანელებთან საუბარს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა : „ამას ვერ გეტყვით“.
ტრამპმა ასევე არ დააკონკრეტა, თუ კონკრეტულად რომელ ლიდერებთან აქვს მის ადმინისტრაციას ურთიერთობა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი, ვისთანაც წარსულში ჰქონდა საუბარი, ლიკვიდირებულია.
„ამ ადამიანების უმეტესობა წავიდა. ზოგიერთი ადამიანი, ვისთანაც გვქონდა ურთიერთობა, წავიდა, რადგან ეს დიდი დარტყმა იყო. მათ ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. მათ შეეძლოთ გარიგების დადება. მათ უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ ეს“, - აღნიშნა ტრამპმა.