2025 წელს კორეულმა ავტომწარმოებლმა, Hyundai Motor Company-მ ელექტრიფიკაციის მიმართულებით მნიშვნელოვან ზრდას მიაღწია: ელემენტიანი ელექტრომობილების (BEV) გლობალური გაყიდვები 17%-ით გაიზარდა და 269,169 ერთეული შეადგინა, ხოლო ელექტრიფიცირებული ავტომობილების ჯამური გაყიდვები (ჰიბრიდების ჩათვლით) 1 მილიონ ერთეულს მიუახლოვდა. ჩრდილოეთ ამერიკაში ელექტრომობილების გაყიდვების 52%-იანი ნახტომი დაფიქსირდა.

Wall Street Journal-ის კითხვას, რა განაპირობებს ელექტრომობილებზე გადაწყობის მსგავს ტემპს Hyundai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ხოსე მუნიოსმა უპასუხა.

"ჩემთვის ორი მთავარი ფაქტორი არსებობს: პირველი არის ინფრასტრუქტურის განვითარება, და მეორე - რეგულაციები. ცხადია, როდესაც არ გაქვს დამტენების ქსელი, რომელიც როგორც მომხმარებელს, სიმშვიდეს მოგანიჭებს, რომ საჭიროებისას ავტომობილის დამუხტვას შეძლებ, გარკვეული ყოყმანი გიჩნდება, იმისდა მიხედვით, თუ როგორი ტიპის მგზავრობას გეგმავ შენი მანქანით. ყველამ იცის, რომ შტატები ალბათ ის ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ავტომობილების საშუალო მოხმარება და გარბენი ყველაზე მაღალია. რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ალბათ არ არის ისე განვითარებული, როგორც სხვა ქვეყნებში.

მეორე ფაქტორი რეგულაციაა. მე მაქვს ოფისი სამხრეთ კალიფორნიაში, სადაც ბევრი მომხმარებელი ყოველდღიურ მგზავრობას ელექტრომობილის გამოყენების შესანიშნავ გზად მიიჩნევს. ეს არის საწვავის თანხის დაზოგვის საშუალება და ასევე, ამით ისინი ხელს უწყობენ გამონაბოლქვის შემცირების რეგულაციებს და ა.შ. ეს არის ის ორი ფაქტორი", - განაცხადა მან.

კომპანიის განვითარებაზე საუბრისას მუნიოსი უფრო გრძელვადიან პერსპექტივასაც შეეხო და მომედვნო ათი წლის განმავლობაში გაყიდვების ზრდისა და ელექტრომობილების წარმოების პოტენციაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, Hyundai ცდილობს, იყოს არა ავტომწარმოებელი, არამედ ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიურ კომპანიად, რომელიც ავტომობილებს ყიდის.

"ვფიქრობ, 10 წელიწადში მიღწეული გვექნება ჩვენი საშუალოვადიანი მიზნები. Hyundai Motor Company გლობალურად 5.55 მილიონი გაყიდული ავტომობილის მაჩვენებელს გადააჭარბებს. ზოგიერთ ბაზარზე გაიდული მანქანების 2/3 ელექტრიფიცირებული იქნება, ზოგან გაცილებით მეტიც. წარმოდგენილი გვექნება 18-ზე მეტი ახალი ჰიბრიდი. განხორციელებული გვექნება ინვესტიციები. აშშ-ში კი წარმოება 80%-ზე მეტად ლოკალიზებული იქნება. ამერიკა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე დღეს არის. ჩვენი ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენივე ჯგუფის ავტონომიური ტექნოლოგიით იქნება დაკომპლექტებული და სავარაუდოდ, ვმართავთ ჩვენს საკუთარ ავტოპარკს.

ჩვენს ქარხნებში თქვენ ნახავთ არა მხოლოდ თანმიმდევრულ პროცესს, არამედ ხაზზე მომუშავე რობოტებს. ჩვენ უკვე გვყავს რობოტები, თუ ჯორჯიაში, სავანას საწარმოში წახვალთ, ნახავთ ე.წ. AGV-ებს (ავტომატიზებული მართვადი მანქანები), რომლებიც ავტონომიურად მოძრაობენ. და საბოლოოდ, ჩვენ უფრო ახლოს ვიქნებით კაცობრიობისთვის პროგრესის მიტანასთან. როგორც ვამბობთ ხოლმე, ჩვენ არ ვართ ორიგინალი აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვართ ტექნოლოგიური, მობილობის კომპანია, რომელიც ამავდროულად ყიდის მანქანებს", - განაცხადა ხოსე მუნიოსმა.

Hyundai დაახლოებით 26 მილიარდ დოლარს დებს აშშ-ში, აფართოებს წარმოებას და მომდევნო წლების განმავლობაში ცვლის თავისი პროდუქტების ასორტიმენტს - ამის შესახებ Wall Street Journal-სთან ინტერვიუში კორეული ავტომწარმოებელი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხოსე მუნიოსმა ისაუბრა.

"ამერიკა Hyundai-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია. მახსოვს ჩემი ერთ-ერთი პირველი საუბარი აღმასრულებელ თავმჯდომარესთან, სადაც ითქვა, რომ თუ მართლა გვინდა ზრდის გაგრძელება და ამ ბაზარზე ჩვენი პოზიციების გამყარება, უფრო დიდი წარმომადგენლობა გვჭირდება. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ აშშ-ში გაყიდული ჩვენი ავტომობილების მინიმუმ 80% აშშ-შივე იქნება წარმოებული. ეს არის წარმატების საუკეთესო რეცეპტი და გვეხმარება, არ ვიყოთ დამოკიდებული პოლიტიკაზე.

ჩვენ პირველ რიგში დავიწყეთ წარმოებული პროდუქტების ცვლილებით. შესაძლოა იცით, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს მსუბუქ სამგზავრო ავტომობილებს ვაწარმოებდით. ძირითადად, Elantra-სა და Sonata-ს. შემდეგ კი ვიფიქრეთ, რომ SUV-ებზე უნდა გადავსულიყავით. ამიტომ შემოვიყვანეთ Tucson და Santa Fe. ასევე დავგეგმეთ Genesis-ის წარმოების შემოტანა და დღეს ჩვენს ქარხანაში GV70-სა და GV70 EV-ს ვაწარმოებთ. შემდეგ კი განვაცხადეთ, რომ ჯორჯიის შტატის ქალაქ სავანაში ავაშენებდით ქარხანას, რომელიც თავდაპირველად ელექტრომობილებს აწარმოებდა. ამგვარად, ჩვენ დავინახეთ ბაზარზე ზრდის შესაძლებლობა, რათა ლოკალიზებული ვყოფილიყავით ტარიფებთან დაკავშირებული სიტუაციის დაწყებამდე და ინფლაციის შემცირების აქტამდეც (IRA) კი. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის სასარგებლო იყო".

თქვენ ხართ Hyundai Motor-ის პირველი არაკორეელი აღმასრულებელი დირექტორი (CEO) და, ფაქტობრივად, პირველი არაკორეელი ხართ, რომელიც კორეულ მსხვილ კონგლომერატს ხელმძღვანელობს. მაინტერესებს, როგორ იმოქმედა ამ უნიკალურმა გამოცდილებამ Hyundai-ს მართვის თქვენეულ სტილზე?

"მე არ ვარ ფოკუსირებული იმაზე, რომ პირველი არაკორეელი ან ზოგადად არაკორეელი ვარ. მე მოკრძალებული ადამიანი ვარ და უბრალოდ ვცდილობ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო, მიუხედავად ყველაფრისა. ჩემთვის ნათელია ის, რომ Hyundai ყველაზე დიდი კორეული კომპანიაა. ის ძალიან გაიზარდა და იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიურ და მობილობის კომპანიად. შესაბამისად, ეს მართლაც დიდი პასუხისმგებლობაა. რადგან კომპანიას უამრავი ადამიანი აკვირდება, გულწრფელად რომ გითხრათ, ეროვნებაზე არ ვფიქრობ".

მიუხედავად ამისა, თქვენ, ფაქტობრივად, სულ რაღაც ერთ წელზე ოდნავ მეტია, რაც Hyundai-ს აღმასრულებელი დირექტორი გახდით და მაინტერესებს, რა ცვლილებები განახორციელეთ? დღეს რომ შეხვედრას დავესწრო, რა განსხვავებას დავინახავდი თქვენი წინამორბედების შეხვედრებთან შედარებით?

"ერთ-ერთი ინოვაცია, რომელიც Hyundai-ში შემოვიტანე, არის ის, რასაც მე „PM კვადრატს“ ვუწოდებ. ერთ-ერთი ძლიერი მხარე, რაც Hyundai-ში შევნიშნე, არის კონცეფცია „პალი პალი“ (Pali Pali), რაც ძალიან კორეულია. ეს ნიშნავს, იყო ძალიან სწრაფი, მოქნილი და მარჯვე საქმეების შესრულებისას ან მიმართულების შეცვლისას, და გამოიყენო სიტუაციური შესაძლებლობები. მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ საბაზისო გეგმის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მრავალი წელი მიმუშავია იაპონურ კორპორაციებში, ხომ? შემდეგ კი ვისწავლე, რომ კორეულად დაგეგმვის შესატყვისი სიტყვა არის „მირი“ (Miri). ასე რომ, შევიმუშავე ე.წ. PM კვადრატი - „პალი პალი მირი მირი“. ეს არის ის, რაც დამეხმარა, სხვადასხვა რეგიონის კოლეგებისთვის და ასევე სათავო ოფისისთვის გადამეცა, თუ რისი გაკეთება მსურს: წინასწარ დაგეგმვა, სხვადასხვა ვარიანტის და იმ სცენარების დანახვა, რომლებსაც კომპანია შეიძლება წააწყდეს. და შემდეგ გვქონდეს ძალიან საფუძვლიანი გეგმები, მაგრამ ამავე დროს შეგვეძლოს მათი შეცვლა და გარემოებებთან მორგება. ვფიქრობ, ალბათ ეს არის მთავარი აქცენტი".

ჩვენ ახლა ელექტრომობილებზე (EV) ტრანზიციის ეპიცენტრში ვართ და მაინტერესებს, რატომ მიმდინარეობს ეს პროცესი უფრო სხვა გრაფიკით, ვიდრე მოსალოდნელი იყო?

"ჩემთვის ორი მთავარი ფაქტორი არსებობს: პირველი არის ინფრასტრუქტურის განვითარება, და მეორე - რეგულაციები. ცხადია, როდესაც არ გაქვს დამტენების ქსელი, რომელიც როგორც მომხმარებელს, სიმშვიდეს მოგანიჭებს, რომ საჭიროებისას ავტომობილის დამუხტვას შეძლებ, გარკვეული ყოყმანი გიჩნდება, იმისდა მიხედვით, თუ როგორი ტიპის მგზავრობას გეგმავ შენი მანქანით. ყველამ იცის, რომ შტატები ალბათ ის ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ავტომობილების საშუალო მოხმარება და გარბენი ყველაზე მაღალია. რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ალბათ არ არის ისე განვითარებული, როგორც სხვა ქვეყნებში.

მეორე ფაქტორი რეგულაციაა. მე მაქვს ოფისი სამხრეთ კალიფორნიაში, სადაც ბევრი მომხმარებელი ყოველდღიურ მგზავრობას ელექტრომობილის გამოყენების შესანიშნავ გზად მიიჩნევს. ეს არის საწვავის თანხის დაზოგვის საშუალება და ასევე, ამით ისინი ხელს უწყობენ გამონაბოლქვის შემცირების რეგულაციებს და ა.შ. ეს არის ის ორი ფაქტორი".

10 წლის შემდეგ, რითი იქნება განსხვავებული Hyundai-ს იერსახე და ოპერირება დღევანდელთან შედარებით?

"ვფიქრობ, ჩვენ მიღწეული გვექნება ჩვენი საშუალოვადიანი გეგმის მიზნები. კომპანია, როგორც Hyundai Motor Company, გადააჭარბებს გლობალურად 5.55 მილიონი ავტომობილის გაყიდვის მაჩვენებელს. ზოგიერთ ბაზარზე გავყიდით ჩვენი მანქანების ორ მესამედზე მეტს ელექტრიფიცირებული სახით, ზოგან კი გაცილებით მეტსაც. ჩვენ წარმოდგენილი გვექნება 18-ზე მეტი ახალი ჰიბრიდი. განხორციელებული გვექნება ჩვენი ინვესტიციები. ამერიკაში გვექნება 80%-ზე მეტი ლოკალიზაცია. ამერიკა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე დღეს არის. და გვექნება ჩვენი ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენივე ჯგუფის ავტონომიური ტექნოლოგიით და სავარაუდოდ, ვმართავთ ჩვენს საკუთარ ავტოპარკს.

ჩვენს ქარხნებში თქვენ ნახავთ არა მხოლოდ თანმიმდევრულ პროცესს, არამედ ხაზზე მომუშავე რობოტებს. ჩვენ უკვე გვყავს რობოტები, თუ სავანაში წახვალთ, ნახავთ ეგრეთ წოდებულ AGV-ებს (ავტომატიზებული მართვადი მანქანები), რომლებიც ავტონომიურად მოძრაობენ. მორგებული გვექნება ქარხნებში ოპერირების გზები. და საბოლოოდ, ჩვენ უფრო ახლოს ვიქნებით კაცობრიობისთვის პროგრესის მიტანასთან, რაც ჩვენი აღმასრულებელი თავმჯდომარის მიერ მოცემული მიმართულებაა და რასაც კომპანიისთვის ამდენი კარგი შედეგი მოაქვს. როგორც ვამბობ, ჩვენ არ ვართ ორიგინალი აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვართ ტექნოლოგიური, მობილობის კომპანია, რომელიც ამავდროულად ყიდის მანქანებს".

წყარო: bm.ge