Samsung 25 თებერვალს სან-ფრანცისკოში გამართავს წლის პირველ Galaxy Unpacked 2026 ღონისძიებას. პრეზენტაცია პირდაპირ ეთერში გადაიცემა. კომპანიის განცხადებით, ღონისძიება „AI-ს ახალი ეპოქის“ დაწყებას აღნიშნავს, რაც მიანიშნებს, რომ ხელოვნური ინტელექტი მთავარი თემა იქნება.
Galaxy S26 სერია
ღონისძიების მთავარი ანონსი, სავარაუდოდ, იქნება Samsung Galaxy S26 სერია, რომელიც მოიცავს Galaxy S26-ს, S26+-სა და S26 Ultra-ს. დიზაინის მხრივ რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის – მოწყობილობები შეინარჩუნებს ბრტყელ ეკრანსა და ჩარჩოს, მომრგვალებულ კუთხეებს და უკანა ვერტიკალურ კამერის ბლოკს. ძირითადი სიახლეები კი შიდა კომპონენტებში იქნება.
სმარტფონები, სავარაუდოდ, იმუშავებს Qualcomm-ის Snapdragon 8 Elite Gen 5 ჩიპზე, თუმცა ზოგ რეგიონში შესაძლოა გამოყენებულ იქნას Samsung-ის Exynos 2600. ორივე ვარიანტი უფრო მაღალ წარმადობასა და გაუმჯობესებულ AI-ფუნქციებს უზრუნველყოფს.
Galaxy S26 შეიძლება მიიღოს ოდნავ გაზრდილი: 6.3-დუიმიანი ეკრანით, 12GB RAM და 4,300mAh ბატარეა. კამერების სისტემა, სავარაუდოდ, უცვლელი დარჩება (50MP მთავარი სენსორი და დამატებითი მოდულები).
Galaxy S26+ დიდ ცვლილებებს არ გვპირდება.
ყველაზე თვალსაჩინო განახლება შეეხება Samsung Galaxy S26 Ultra-ს. კამერის ბლოკი შესაძლოა მეტად გამოკვეთილი იყოს. ასევე, კომპანია შესაძლოა ტიტანის ნაცვლად ალუმინის ჩარჩოს დაუბრუნდეს. გავრცელებული ინფორმაციით, S Pen-ის ტექნოლოგიაში ცვლილებები იგეგმება, რათა მოწყობილობამ სრულფასოვნად დაუჭიროს მხარი Qi2 სტანდარტს მაგნიტური აქსესუარებისთვის.
Galaxy Buds 4
მოსალოდნელია ახალი უსადენო ყურსასმენებიც – Samsung Galaxy Buds 4 და Buds 4 Pro. დიზაინი დიდად არ შეიცვლება, თუმცა ქეისი უფრო კომპაქტური გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, ყურსასმენებს ექნება ჟესტებით ზარის მართვის ფუნქცია და შესაძლოა Ultra Wideband ჩიპიც, რაც დაკარგული მოწყობილობის პოვნას გაამარტივებს.
Galaxy Z TriFold
Samsung Galaxy Z TriFold უკვე ოფიციალურად გამოვიდა და აშშ-ში 2,900 დოლარად იყიდება. რადგან მოდელი ახლახან ჩაეშვა ბაზარზე და უკვე იყო წარმოდგენილი CES 2026-ზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ Unpacked-ზე მას დიდ ყურადღებას დაუთმობენ.
Galaxy S26 Edge
კომპანიამ ასევე შეიძლება წარადგინოს Samsung Galaxy S26 Edge, რომელიც ულტრათხელი ფორმატით გამოირჩევა. ახალი ვერსია შესაძლოა კიდევ უფრო თხელი იყოს (დაახლოებით 5.5 მმ) და ჰქონდეს განახლებული, უფრო ფართო კამერის ბლოკი. თუმცა Plus მოდელის ჩანაცვლება Edge-ით ჯერჯერობით არ იგეგმება.
AI და Bixby
ხელოვნური ინტელექტი ღონისძიების მთავარი აქცენტი იქნება. Samsung-მა უკვე დააანონსა ახალი AI ფოტოფუნქციები: დღისით გადაღებული ფოტოს ღამედ გადაქცევა, დაკარგული დეტალების აღდგენა, დაბალ განათებაში გადაღების გაუმჯობესება და რამდენიმე ფოტოს გაერთიანება ერთ კადრად.
მოკლედ, Galaxy Unpacked 2026-ზე მთავარი ყურადღება დაეთმობა Galaxy S26 სერიას და AI ფუნქციებს. დიზაინში მცირე ცვლილებების მიუხედავად, Samsung ფოკუსირდება წარმადობაზე, კამერის გაუმჯობესებასა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაფართოებაზე. ღონისძიების შემდეგ დეტალები და პრაქტიკული შთაბეჭდილებები უფრო ნათელს გახდის, რამდენად მნიშვნელოვანი განახლებაა S26 სერია.
კორეული ტექნოლოგიური გიგანტის, Samsung-ის საბაზრო შეფასებამ ისტორიული მნიშვნელობის რეკორდულ ნიშნულს, 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
1-წლიან პერიოდში Samsung-ის აქციების შეფასება თითქმის 300%-ით არის გაზრდილი, რაც პირდაპირ კავშირშია AI-ბუმის გამო, მეხსიერების ბარათებზე გაზრდილ მოთხოვნასთან, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მწარმოებელი სწორედ კორეული გიგანტია.
ამასთან, ბოლო პერიოდში საგრძნობლად არის გაზრდილი ინტერესი კორეის საფონდო ბირჟის მიმართ, რაც სამთავრობო ცვლილებებს და აზიის მიმართ ბაზრის სენტიმენტის ცვლილებას უკავშირდება.
აგრეთვე არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მიმდინარე კვირას Samsung-მა თავისი ფლაგმანური მოწყობილობების ახალი სერია Galaxy S26 წარადგინა, რომელიც ინვესტორებმა საკმაოდ პოზიტიურად მიიღეს.