ირანის საელჩო საქართველოში ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"2025 წლის ზაფხულის 12-დღიან ომში ირანის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა მოულოდნელობის ეფექტი. ამ გამოცდილებამ გამოიწვია სიფრთხილის გაძლიერება და თავდაცვითი მზაობის ამაღლება. ისრაელმა, მორიგი არასწორი გათვლის გამო, პროპორციული და მტკიცე პასუხი მიიღო.
ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ ამჯერად ამერიკა არ იწვნევს მოულოდნელობის ეფექტს.
პასუხის გაცემა გაგრძელდება ლეგიტიმური თავდაცვისა და რეგიონული სტაბილურობის დაცვის ფარგლებში, რათა აჩვენოს, რომ ამერიკა ხელმეორედ შევიდა დაუსრულებელ ომში." - წერს საელჩო.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ისრაელმა და აშშ-მ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ პრევენციული იერიში დაიწყეს.
საბრძოლო მოქმედებების შედეგად, მოკლულია ხამენეის რეჟიმის 30-მდე მაღალჩინოსანი და სამხედრო მეთაური, მათ შორის, აიათოლა ალი ხამენეი, ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური მოჰამედ პაკპური, ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი შამხანი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, აბდოლრაჰიმ მუსავი.