აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ოპერაცია ირანში „გრაფიკზე ადრე“ მიმდინარეობს.

„ძალიან ძალადობრივი რეჟიმია, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი რეჟიმი. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის და ყველაფერი გრაფიკზე ადრეა“, - განაცხადა ტრამპმა CNBC-თან სატელეფონო საუბრისას.

მისი თქმით, ამჟამად მოვლენები ძალიან დადებითად ვითარდება.

„ამჟამად ყველაფერი ძალიან პოზიტიურად ვითარდება, ძალიან პოზიტიურად“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

www.interpressnews.ge