ვირას რომის პაპმა ლეონ XIV-მ მოწოდება გამოთქვა ახლო აღმოსავლეთში „ძალადობის სპირალის“ დასრულებისკენ მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე თავდასხმა დაიწყეს, რასაც ირანის საპასუხო დარტყმები მოჰყვა.

„ვდგავართ იმის წინაშე, რომ უზარმაზარი მასშტაბის ტრაგედია შეიძლება მოხდეს, მოვუწოდებ ჩართულ მხარეებს, აიღონ მორალური პასუხისმგებლობა, შეაჩერონ ძალადობის ეს სპირალი, სანამ ის გამოუსწორებელ უფსკრულად გადაიქცევა“, - უთხრა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს.

„სტაბილურობა და მშვიდობა არ შენდება ორმხრივი მუქარით ან იარაღით, რომელიც თესავს ნგრევას, ტკივილს და სიკვდილს, არამედ მხოლოდ გონივრული, გულწრფელი და პასუხისმგებლობიანი დიალოგით“, - განაცხადა რომის ეკლესიის აშშ-ში დაბადებულმა პირველმა პაპმა ყოველკვირეული “ანგელოზის ლოცვის” დროს.

„დაე, დიპლომატიამ დაიბრუნოს თავისი როლი და დაე, ხალხების კეთილდღეობას მოხმარდეს“, - დასძინა მან.

მსოფლიოს 1,4 მილიარდი კათოლიკეს მამამთავარმა ასევე მოუწოდა მხარეებს ავღანეთსა და პაკისტანში, „სასწრაფოდ დაუბრუნდნენ დიალოგს.“

ავღანეთისა და პაკისტანის სასაზღვრო არეალებში ბოლო დღეებში შეიარაღებული შეტაკებები მოხდა.

www.radiotavisupleba.ge