ამერიკული Google, Alphabet Inc.-ის ნაწილი, კიდევ 1 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს AI სტარტაპში Anthropic. ამის შესახებ Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

Google-მა მანამდე დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა Anthropic-ში.

Anthropic–ი ასევე ახლოს არის 2 მილიარდი დოლარის მოზიდვასთან Silicon Valley ვენჩურული ინვესტორებისგან Lightspeed Venture Partners-ის ხელმძღვანელობით. კომპანიის შეფასება, როგორც ამ გარიგების ნაწილი, სავარაუდოდ იქნება დაახლოებით $60 მილიარდი - დაახლოებით სამჯერ მეტი, ვიდრე წინა საინვესტიციო რაუნდი.

interfax