79 წლის ფლორენტინო პერესმა გაიმარჯვა მადრიდის „რეალის“ საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ „სამეფო კლუბმა“ ოფიციალურად გამოაცხადა.

პერესმა აჯობა თავის ოპონენტს, ესპანელ ბიზნესმენს, ენრიკე რიკელმეს და გააგრძელებს „რეალის“ ხელმძღვანელობას 2030 წლამდე. პერესმა არჩევნებზე 21741 ხმა (65%) მიიღო და ზედიზედ მერვედ დაიკავებს ამ პოსტს. რიკელმეს 11814-მა ადამიანმა (35%) დაუჭირა მხარი.

წინასაარჩევნო კამპანიისას პერესმა განაცხადა, რომ უკვე „რეალში“ არიან დენზელ დუმფრიზი და იბრაჰიმა კონატე, აგრეთვე მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო. ასევე ახლოს არის გუნდთან სუპერვარსკვლავი 150 მილიონ ევროდ.

მადრიდის „რეალმა“ ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით შვიდჯერ მოიგო ლა ლიგა, სამჯერ – ესპანეთის თასი და შვიდჯერ – სუპერთასი.

საერთაშორისო არენაზე გუნდმა შვიდჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე, ექვსჯერ დაეუფლა უეფა-ს სუპერთასს, ხუთჯერ მოიგო საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი და ორჯერ – საკონტინენტთაშორისო თასი.

წყარო:პირველი არხი