IATA-ს 2026 წლის მგზავრთა გლობალური კვლევის თანახმად, ევროპელი მოგზაურები ციფრული პასპორტის გამოყენების მიმართ ყველაზე ნაკლებ ენთუზიაზმს იჩენენ. კვლევამ ასევე აჩვენა, თუ როგორ ახდენს გავლენას ციფრულ კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული შიშები და ქვეყანაში შესვლის მოთხოვნები ადამიანების მოგზაურობის წესზე.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) 2026 წლის მგზავრთა გლობალური გამოკითხვის თანახმად, ევროპელი მოგზაურები ციფრული სამგზავრო ტექნოლოგიების ათვისებისას „ყველაზე ფრთხილები“ ​​არიან.

200 ქვეყნიდან მიღებულ 10 000-ზე მეტ პასუხზე დაყრდნობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ევროპელები ყველაზე ნაკლებად არიან მზად (70%), აეროპორტის პროცედურებისთვის ბიომეტრიული მონაცემები გააზიარონ. შედარებისთვის, გლობალური მაჩვენებელი 78%-ს შეადგენს.

ყველა რეგიონს შორის, ყველაზე დიდი მზაობა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მოგზაურებმა გამოავლინეს — შესაბამისად, 84% და 82%.

ევროპელი მოგზაურები ონლაინ რეგისტრაციისთვის ციფრული პასპორტის გამოყენების მიმართაც ნაკლებად ენთუზიაზმით არიან განწყობილნი: ინტერესს 79% გამოხატავს, მაშინ როდესაც გლობალური მაჩვენებელი 84%-ს შეადგენს.

მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიშები შესაძლოა ხსნიდეს ამ სიფრთხილეს. გამოკითხულთა 59% აცხადებს, რომ აწუხებს მონაცემთა გაჟონვის (უსაფრთხოების დარღვევის) რისკი; 49%-ს აღელვებს საკუთარი ინფორმაციის სხვა ორგანიზაციებისთვის გაზიარება, ხოლო 41% მიუთითებს გაურკვევლობაზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება მათი პერსონალური მონაცემების დამუშავება.

ვრცლად euronews – ზე