Booking.com-ის მეექვსე ყოველწლიური გამოცემის – „ევროპის სასტუმროების ბარომეტრი 2026“-ის თანახმად, ევროპაში სასტუმროების სექტორში მოღვაწე ბიზნესების უმეტესობა მომდევნო 12 თვის განმავლობაში დადებით პერსპექტივას ხედავს.
კვლევაში 24 ევროპულ ბაზარზე, 1240 სასტუმროს აღმასრულებელი დირექტორი და მენეჯერი მონაწილეობდა.
ამგვარად, გამოკითხულთა 66% მომდევნო ტურისტული სეზონისთვის დადებით შედეგებს ელის, ხოლო 60%-მა კარგი ფინანსური მდგომარეობა დააფიქსირა. Booking.com-ის ექსპერტების აზრით, ეს ასახავს ინდუსტრიის მდგრადობას, რომელიც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.
თუმცა, კვლევამ მნიშვნელოვანი განსხვავებები აჩვენა დიდ სასტუმრო ქსელებსა და მცირე დამოუკიდებელ ობიექტებს შორის.
შედარებისთვის, ქსელების 72% საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას დადებითად აფასებს, ხოლო დამოუკიდებელ სასტუმროებს შორის ეს მაჩვენებელი 55%-ია.
იგივე სურათი იკვეთება ძირითადი მაჩვენებლების შედარებისას: ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ნომრების ფასების ზრდა დაფიქსირდა ქსელების 47%-ში და დამოუკიდებელი განთავსების ობიექტების 37%-ში. ასევე, სასტუმრო ქსელების 56%-მა დატვირთულობის უფრო მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა დამოუკიდებელი განთავსების ობიექტების 46%-თან შედარებით.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე