უცხო ენების ცოდნა, სხვა სარგებელთან ერთა, საშუალებას იძლევა უფრო დიდხანს შენარჩუნდეს ახალგაზრდობა და ჯანმრთელობა. ისინი, ვინც მხოლოდ მშობლიურ ენაზე საუბრობენ, ნაადრევად ბერდებიან, – „ევროპულსი“ წერს, რომ ამ დასკვნამდე მივიდა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი, მათ შორის, ბასკური ცნობიერების, ტვინისა და ენის ცენტრის (ესპანეთი) სპეციალისტები.

ევროპის 27 ქვეყნიდან 51-დან 90 წლამდე ასაკის 80 000-ზე მეტი ადამიანის გამოკითხვის მონაცემების გაანალიზების შემდეგ, მკვლევრებმა ჯანმრთელობისა და ცხოვრების წესის ფაქტორების საფუძველზე შეისწავლეს, იყო თუ არა ამ ადამიანების დაბერების ტემპი მოსალოდნელზე უფრო სწრაფი თუ ნელი. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც უცხო ენები არ იცოდნენ, მიდრეკილნი იყვნენ დაჩქარებული დაბერებისკენ. ეს ეხება სიტუაციებს, როდესაც ადამიანის ბიოლოგიური ასაკი აღემატება მის ქრონოლოგიურ ასაკს - მის მიერ გავლილი წლების რაოდენობას. ეს ზრდის ასაკთან დაკავშირებული დაავადებების რისკს. მრავალენოვან ევროპელებს კი საშუალოდ ორჯერ ნაკლები შანსი ჰქონდათ, რომ ძალიან სწრაფად დაბერებულიყვნენ.