ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა (Institute for Economics and Peace )გამოაქვეყნა გლობალური მშვიდობის ინდექსი(Global Peace Index), ჩამონათვალში შესულია 2026 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნები. კვლევა მოიცავს 163 ქვეყანას და ითვალისწინებს ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების საშუალო დონეს, შიდა და გარე კონფლიქტების არსებობას და მილიტარიზაციის ხარისხს.
ისლანდია ზედიზედ მე-19 წელია რეიტინგის ლიდერია. ქვეყანას არ ჰყავს მუდმივი ჯარი, აქვს დანაშაულის უკიდურესად დაბალი მაჩვენებელი და სოციალური ნდობის მაღალი დონე.
2026 წელს მეორე ადგილი დაიკავა ახალმა ზელანდიამ – აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური სახელმწიფო შიდა კონფლიქტების მინიმალური დონით და გარე კონფლიქტებში დაბალი ჩართულობით, მათ შორის მისი შორეული გეოგრაფიული მდებარეობის გამო.
შვეიცარია, ტრადიციულად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, მესამე ადგილზე გავიდა.