ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ავიაკომპანია British Airways-ის ციფრული ჟურნალი High Life საქართველოს გასტრო ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
„ქართული სამზარეულოს 6 მიმზიდველი კერძი“ ამ სათაურით გამოცემის მწერალი რებეკა ნეილორი აღწერს თუ რატომ უნდა იმოგზაურონ საქართველოში.
„თოვლით დაფარული მწვერვალები, ციხე-კოშკები, შავი ზღვის სანაპიროები. საქართველოში წასასვლელად უთვალავი მიზეზი არსებობს. დაუვიწყარი კერძები, რომელთა ინსპირაცია აღმოსავლეთმა და დასავლეთმა მოახდინა, ანუ ყველაფერზე, რაზეც ოცნებობდით თქვენი მომავალი მოგზაურობისთვის“,-წერს რებეკა ნეილორი.
British Airways-ის ციფრული ჟურნალის მწერალი დეტალურად აღწერს თუ რა ინგრედიენტებით მზადდება შემდეგი ქართული კერძები: ხაჭაპური, ხინკალი, ნიგვზით, ხახვით, ხმელი სუნელებით შეკმაზული ლობიო, ფხალი, ხარჩო და ჩურჩხელა.
გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია British Airways საქართველოში ფრენებს 30 მარტიდან იწყებს.ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიარეისები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება.
ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს