22 წლის შემდეგ პირველად, Suzuki-მ ლოგო შეცვალა და ქრომირება უფრო თანამედროვე ვერცხლისფერი ვიზუალით ჩაანაცვლა — უცვლელად ინარჩუნებს S სიმბოლოს, თუმცა უფრო რბილი პრეზენტაციით გამოირჩევა, რათა ბრენდის ახალ კორპორატიულ სლოგანს შეესაბამებოდეს: By Your Side.
S სიმბოლო 1958 წლიდან გამოიყენება ბრენდის მიერ, 2003 წელს შემოგვთავაზეს რედიზაინი პრიალა ქრომით, ახლა კი სწორედ ეს სიპრიალე გადადის მატოვ ზედაპირში, რათა თანამედროვეობას ესადაგებოდეს. ცვლილება კი პროცესში გარემოზე ზრუნვის მოტივით განხორციელდა, რადგან ამგვარი საფარის წარმოებისას უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ქრომირებულთან შედარებით…
აღსანიშნავია, რომ განახლებული ლოგო Japan Mobility Show 2025-მდე წარადგინეს, სადაც Suzuki კონცეპტუალურ ავტომობილებს სწორედ ახალი ემბლემით გაგვაცნობს.
კომპანიის პრეზიდენტი ტოშიჰირო სუზუკისთვის კი ეს განაცხლება ბრენდის მემკვიდრეობისა და მომავლის დაბალანსებაა, რადგან ლოგო ჩვენთვის ნაცნობ სიმბოლოს კვლავ იყენებს, ოღონდ ამჯერად ცვალდებადი ციფრული ლანდშაფტის გათვალისწინებით. ამ ამბავში არც მარტოა, რადგან ცოტა ხნის წინ სწორედ ამ მიზნით განაახლა BMW-მ თავისი ლოგო…