მეც­ნი­ე­რებ­მა შექ­მნეს ვაქ­ცი­ნა, რომ­ლის ინი­ექ­ცი­ის შემ­დეგ შე­გიძ­ლი­ათ მი­ირ­თვათ ყვე­ლა­ფე­რი წო­ნის მო­მა­ტე­ბის რის­კის გა­რე­შე.

Daily Mail-ის ცნო­ბით, პრე­პა­რა­ტი ეფუძ­ნე­ბა ბაქ­ტე­რი­ას Mycobacterium vaccae, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზმს ცხი­მის დაგ­რო­ვე­ბის­გან “იცავს“.

ვაქ­ცი­ნა უკვე წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ცა­დეს თაგ­ვებ­ზე. ექ­სპე­რი­მენ­ტებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ დიდი ოდე­ნო­ბის შაქ­რი­სა და ნახ­შირ­წყლე­ბის მი­ღე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სუ­ბი­ექ­ტე­ბი წო­ნა­ში არ იმა­ტე­ბენ. ამას­თან, მცირ­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მში არ­სე­ბუ­ლი ცხი­მი.

შემ­დე­გი ცდე­ბი ადა­მი­ა­ნებ­ზეა და­გეგ­მი­ლი.

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, ინი­ექ­ცი­ის შემ­დეგ, ორ­გა­ნიზ­მი ცხი­მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო “იმუ­ნი­ტეტს“ გა­მო­ი­მუ­შა­ვებს და წო­ნა­ში ვე­ღარ იმა­ტებს.

პრე­პა­რა­ტი Ozempic -გან გან­სხვავ­დე­ბა. დღეს პო­პუ­ლა­რუ­ლი პრე­პა­რა­ტი პა­ცი­ენ­ტებ­ში და­ნაყ­რე­ბის შეგ­რძნე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს და ნაკ­ლე­ბად კვე­ბის ხარ­ჯზე ხდე­ბა წო­ნის კლე­ბა.

ახა­ლი პრე­პა­რა­ტი კი ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი ინი­ექ­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ამ­ცი­რებს ცხი­მის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცესს და უფრო მე­ტიც, არ­სე­ბულ ფე­ნას წვავს. ამ­ცი­რებს ჰორ­მონ კორ­ტი­ზო­ლის დო­ნეს.

ახალ პრე­პა­რატ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­სარ­გებ­ლო ბაქ­ტე­რია, Mycobacterium vaccae - უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლევ­რებ­მა ძრო­ხის რძე­სა და ნი­ა­დაგ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

თუმ­ცა, ადა­მი­ა­ნებ­ზე შე­და­რე­ბით ხან­გრძლი­ვი კვლე­ვა და და­ტესტვაა სა­ჭი­რო. ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია, ექ­ნე­ბა თუ არა პრე­პა­რატს იგი­ვე ეფექ­ტი ადა­მი­ა­ნებ­ში.

წყარო: ambebi.ge