აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი „MEGOBARI აქტს“ დღეს, 11 მარტს განიხილავს. შესაბამისი ინფორმაციას საგარეო საქმეთა კომიტეტის განრიგშია მითითებული.
ცნობისთვის, თავდაპირველად “MEGOBARI აქტი” აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაში - იქნა წარდგენილი კონგრესმენი ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) მიერ. ამ მომენტისთვის კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში 18 თანასპონსორი ჰყავს - 10 დემოკრატი და 8 რესპუბლიკელი.