ჩი­ნეთ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა „გა­უ­თა­ვე­ბე­ლი“ ენერ­გი­ის წყა­რო, რო­მელ­საც შე­უძ­ლია საკ­მა­რი­სი საწ­ვა­ვი მი­ა­წო­დოს ქვე­ყა­ნას 60 000 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

"ბა­ი­ან ობოს სამ­თო კომ­პლექ­სი შიდა მონ­ღო­ლეთ­ში, ჩრდი­ლო­ეთ ჩი­ნე­თის ავ­ტო­ნო­მი­ურ რე­გი­ონ­ში, შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ცავ­დეს საკ­მა­რის თო­რი­უმს, რათა უზ­რუნ­ველ­ყოს ჩი­ნე­თის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ენერ­გე­ტი­კუ­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი "თით­ქმის სა­მუ­და­მოდ", - ნათ­ქვა­მია ეროვ­ნუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად.

ეს ოდ­ნავ რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ელე­მენ­ტი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის შე­საქ­მნე­ლად. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ თო­რი­უ­მის რე­სურ­სე­ბი ქვეყ­ნის სამ­თო ნარ­ჩე­ნებ­ში „სრუ­ლი­ად ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი რჩე­ბა“ და შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდეს საწ­ვავ­ზე მსოფ­ლიო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად.

თო­რი­უ­მის MSR-ები დახ­ვე­წი­ლი ბირ­თვუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­აა, რო­მე­ლიც თხე­ვად საწ­ვავ­ზე (რო­გორც წესი, გამ­დნარ მა­რი­ლებ­ზე) მუ­შა­ობს — იყე­ნე­ბენ რო­გორც საწ­ვა­ვად, ასე­ვე მა­ცი­ვე­ბელ აგენ­ტად. ურან­ზე მო­მუ­შა­ვე ტრა­დი­ცი­ულ რე­აქ­ტო­რებ­თან შე­და­რე­ბით, იგი მე­ტად უსაფრ­თხოა, ნაკ­ლებ ნარ­ჩენს წარ­მოქ­მნის და საწ­ვავ­საც უფრო ეფექ­ტი­ა­ნად იყე­ნებს.

თო­რი­უ­მი ძი­რი­თა­დად შე­დის 12 მი­ნე­რალ­ში. ამ მი­ნე­რა­ლე­ბის სა­ბა­დო­ე­ბი ცნო­ბი­ლია ავ­სტრა­ლი­ა­ში, ინ­დო­ეთ­ში, ნორ­ვე­გი­ა­ში, აშშ-ში, კა­ნა­და­ში, სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში, ბრა­ზი­ლი­ა­ში, პა­კის­ტან­ში, მა­ლა­ი­ზი­ა­ში, შრი-ლან­კა­ში, ყირ­გი­ზეთ­ში და სხვა ქვეყ­ნებ­ში

გამ­დნა­რი მა­რი­ლის რე­აქ­ტორ­ში თო­რი­უ­მი შე­რე­უ­ლია ქი­მი­კატ­თან, რო­მელ­საც ლი­თი­უ­მის ფტო­რიდს უწო­დე­ბენ და თბე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 1400°C-მდე (2550°F).

ურან­თან შე­და­რე­ბით, თო­რი­უ­მი მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ელე­მენ­ტია, ჩი­ნეთ­ში კი მისი საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ზერ­ვე­ბი აქვთ. ექ­სპერტთა აზ­რით, სა­ნამ ტექ­ნო­ლო­გი­ის მას­შტა­ბუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყე­ბა, არა­ერ­თი ტექ­ნი­კუ­რი, რე­გუ­ლა­ტო­რუ­ლი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კი­თხია მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი.

www.dailymail.co.uk