Wizz air-ის მმართველო დირექტორი როლანდ ტიშნერი BMG-თან საუბრისას ამბობს, რომ ქუთაისში ბაზირებული ხომალდების ზრდას განიხილავენ. უკვე წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი დაემატება.
"წელს ჩვენს საბოლოოდ გვეყოლება მეოთხე ბაზირებული ხომალდი. ალბათ იცით, რომ გასულ წელს ერთი ხომალდი გავიყვანეთ, თუმცა საბოლოოდ შევძლებთ მეოთხე ხომალდი დავამატოთ ქუთაისის ბაზას. ასევე ვაპირებთ ჰამბურგისა და მადრიდის მიმართულებებით ფრენების აღდგენას; ხოლო ლიონის მიმართულებით ფრენის დამატებას. რაც შეეხება სხვა აეროპორტიდან ფრენას, ეს ყოველთვის მსჯელობის საგანია. თბილისის აეროპორტი ძალიან ძვირია ამიტომ არ ვფიქრობ, რომ მოკლევადიან პერიოდში ამ მიმართულებით განხილვა არ იქნება. რა თქმა უნდა, საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, სადაც ლიდერები ვართ 21%-იანი წილით და თითოეულ შესაძლებლობას, აეროპორტს და ახალ მიმართულებას განვიხილავთ. ასევე განვიხილავთ ბაზირებული ხომალდების ზრდას ქუთაისში", - ამბობს Wizz air-ის მმართველი დირექტორი.
უკვე რამდენიმე წელია უნგრული ავიაკომპანია ქართული საავიაციო ბაზრის ლიდერია. 2024 წელს Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტიდან 1.2 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა და საავიაციო ბაზარზე ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. ამ ეტაპზე ავიაკომპანია კვირაში 60 სიხშირით ასრულებს ფრენებს.