10 დღეზე მეტია, რაც სათხილამურო სპორტისა და სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციას (FIS) ახალი პრეზიდენტი ჰყავს. 11 ივნისს გამართულ პრეზიდენტის არჩევნებში 65 ხმით, 64-ის წინააღმდეგ, ალექსანდრ ოსპელტი გახდა. ის ფედერაციას 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
მისი კონკურენტი, რომელიც მანამდე პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, იოჰან ელიაში თანამდებობაზე საქართველომ წარადგინა. წინა არჩევნებზე ელიაში დიდმა ბრიტანეთმა წარადგინა.
ელიაში დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის მოქალაქეა, თუმცა ამ ქვეყნებმა ის ხელახალი არჩევისთვის არ წარადგინეს. საბოლოოდ, იგი საქართველომ „გადაარჩინა“. ამისთვის მას ქართული პასპორტის აღება დასჭირდა.