12 წლიანი განათლება ერთი დამატებითი წელი არაა! ბიუჯეტში ფული ამით არ დაიზოგება და უარეს კორუფციაში ჩაიძირება ქვეყანა. ვიყავით მანდ და გვახსოვს ყველაფერი. 11 წლიანი მოდელი არის უშველებელი ნაბიჯი უკან," - ასე ფიქრობს "ოცნების" დაანონსებულ განათლების რეფორმაზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკა ალავიძე.

მისივე შეფასებით, 12 წლიანის 11-წლიანი სწავლებით ჩანაცვლება უფსკრულში გადაშვებაა, დროის, ცოდნის და შანსების დაკარგვა-განიავებაა.

"გთხოვთ გაეცანით ნებისმიერი წყაროთი და ფორმით რას ნიშნავს განათლების ბოლონიური სისტემა. ეს ეხება ყველას თქვენი რელიგიური და პოლიტიკური მრწამსის განუხრელად. სავალდებულოა ამ ყველაფრის ცოდნა უკლებლივ ყველასთვის და ყველა ასაკის ადამიანისათვის! :ბოლონიური საგანმანათლებლო სისტემა 1999 წელს დაინერგა. დეტალები პრიმიტიულად და გასაგებ ენაზე: https://ka.wikipedia.org/wiki/ბოლონიის_პროცესი

საქართველო ბოლონიურ პროცესს 2005 წელს შეუერთდა.2008 წელს გადავიდა 12 წლიან საშუალო განათლებაზე. ეს საჭირო იყო ქვეყნის განვითარებისთვის და ინტეგრაციისთვის ცივილიზებულ სამყაროში და შედეგიც დათვლადია. (განათლების მკვლევარები იმედია მალე გამოამზიურებენ დეტალურ მონაცემებს “მდე” და “შემდეგ”). ათასობით საქართველოს მოქალაქემ (მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან) მიიღო რეალური და ხარისხიანი განათლება, აღიარებული საერთაშორისო დონეზე.

ახალგაზრდებმა შეძლეს სწავლა, განვითარება ძლიერი ცოდნითა და ხედვით დაუბრუნდნენ ქვეყანას, რაც არის ნებისმიერი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის საწინდარი. 12 წლიანი განათლება ერთი დამატებითი წელი არაა! ეს შესაძლებლობაა, რომ ჩვენმა შვილებმა შეძლონ გლობალურ კონკურენტულ გარემოსთან ადაპტაცია და თანაბარი პირობებით განათლების მიღება. ბიუჯეტში ფული ამით არ დაიზოგება და უარეს კორუფციაში ჩაიძირება ქვეყანა. ვიყავით მანდ და გვახსოვს ყველაფერი. 11 წლიანი მოდელი არის უშველებელი ნაბიჯი უკან. უფსკრულში გადაშვება! ესაა დროის, ცოდნის და შანსების დაკარგვა და განიავება.განათლება კი არ უნდა შემცირდეს, ის უნდა გაიზარდოს.ეს არის ქვეყნის პროგრესის და მომავალოს საფუძველი. ესაა გადარჩენის შანსი და განათლებულებს “ქართველობას ვერ წაგვარმევენ”. გონს მოვეგოთ სანამ დროა. “ბაყაყი კრიტიკული დუღილის ეტაპზეა, დროა ის დარჩენილი რეფლექსი მოიხმოს და ამოხტეს ამ ჯამიდან…." - წერს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე სოციალურ ქსელში.