საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ გზის საფარი დაზიანდა, რის გამოც, 23:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

შეზღუდვა ბახტრიონის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანებს შეეხება.

მერიის ინფორმაციით, გზის საფარი უახლოეს დღეებში აღდგება.