დიდი ბრიტანეთი რუსი მილიარდერების, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ გააუქმებს,- ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.
წყაროების ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ლონდონი ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ იზიარებს.
ბერნემის თქმით, სანქციები უნდა შენარჩუნდეს, რათა რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდეს და ომის დასრულებას შეუწყოს ხელი.
როგორც Bloomberg აღნიშნავს, ორივე ოლიგარქს ბრიტანეთში ფინანსური ინტერესები ჰქონდა. უსმანოვი „არსენალში“ ინვესტიციებით იყო ცნობილი, ფრიდმანი კი ლონდონში 2013 წელს გადავიდა, თუმცა სანქციების დაწესების შემდეგ ქვეყანა დატოვა.