ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც ავარია მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.