2023 წლის 25-26 სექტემბერს, გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიაში,  კერძოდ, ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ასევე ევროკომისართან შინაგან საქმეთა საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან  ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში  და ევროკომისართან ეკონომიკის საკითხებში. 

ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდება ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს. ასევე გაიმართება სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან.