სილვიო ბერლუსკონის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, მისი შვილების პოლიტიკური ამბიციების შესახებ ხდება ცნობილი. ისინი მოკავშირეებთან ერთად განიხილავენ გზებს, თუ როგორ დაუპირისპირდეს მათი მამის პარტია პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის პარტიას ,,იტალიის ძმებს’’. Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის ორი უფროსი შვილი კონსულტაციებს მრჩევლებთან და პარტნიორებთან გადიან.
ბერლუსკონის ოჯახი ივლისიდან რეგულარულად აწარმოებს კონსულტაციებს ამჟამინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან ანტონიო ტაიანთან და ბერლუსკონის მთავრობის ყოფილ მდივანთან ჯანი ლეტასთან. სილვიო ბერლუსკონის შვილები პარტნიორებს აცნობენ თავიანთ შეხედულებებს ეკონომიკაზე, მათ ბიზნეს იმპერიაზე და პოლიტიკური პარტიის Forza Italia-ს (წინ იტალია) პერსპექტივებზე. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი განიხილავენ პარტიის ხანდაზმული რიგების გაახალგაზრდავებას. ბერლუსკონის შვილები ასევე ცდილობენ გავლენა მოახდინონ სამთავრობო პოლიტიკაზე.
როგორც ბლუმბერგი აღნიშნავს, ანალიტიკოსებისთვის ძნელად მისახვედრი იყო, რამდენად მზად იყვნენ ბერლუსკონის შვილები პოლიტიკის გულისთვის ბიზნესის იმპერიის მართვას ჩამოშორებოდნენ.