1 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6042 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.05 თეთრით გამყარდა.

ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.69 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9407 ლარი გახდა.

გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 1.99 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.4425 ლარი გახდა.

ერთი ლირას კურსმა 5.31 თეთრი შეადგინა.