ნავთობის ფასმა ხუთშაბათს დღისით მკვეთრად დაიწყო ზრდა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა ნავთობპროდუქტების ექსპორტი შეაჩერა.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსები 2.52 დოლარით (2.57%-ით) გაძვირდა და ბარელზე 100.55 დოლარი შეადგინა.
ნოემბრის WTI-ის ფიუჩერსები NYMEX-ზე 1.86 აშშ დოლარით (2.06%-ით) გაიზარდა და ბარელზე 92.28 აშშ დოლარი შეადგინა.