კრიშტიანო რონალდო აღარ ითამაშებს პორტუგალიის ნაკრებში, – დაწერა პორტუგალიურმა გაზეთმა O Jogo-მ.
გამოცემის ინფორმაციით, 24 სექტემბერს უელსის წინააღმდეგ მატჩი ბოლო გახდა ეროვნულ გუნდში 41 წლის ფორვარდისთვის. ამის შემდეგ, მან სათადარიგოთა სკამზე გაატარა მთელი შეხვედრა ნორვეგიის წინააღმდეგ, რის გამოც უკმაყოფილება გამოხატა. ხოლო, როცა შეიტყო, რომ დანიის წინააღმდეგ არ ითამაშებდა, ნაკრების შეკრება დატოვა და შინ გაემგზავრა.
დანიასთან 1 სექტემბრის მატჩის წინ, პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟესუსმა პრესკონფერენცია ჩაატარა და, რა თქმა უნდა, რონალდოსთან დაკავშირებულ სიტუაციას შეეხო.
„არანაირი ინციდენტი არ ყოფილა. უკვე ავხსენი, რატომ მოხდა ეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: პრობლემა არ მაქვს. ნუ ცდილობთ, აქედან კონფლიქტი შექმნათ. ნორვეგიასთან თამაშისას ვიფიქრე, რომ კრიშტიანო შეიძლება გამოგვადგეს. ის მოთელვას გადიოდა, შემდეგ კი მოედანზე არ შევიყვანე. ნებისმიერი მოთამაშე, როცა 20 ან 30 წუთი ხურდება და შემდეგ მოედანზე არ შედის, ამით უკმაყოფილოა“, განაცხადა ჟესუსმა.
ამას მოჰყვა სიტყვები, რომელმაც რონალდო გაანაწყენა. ჟეზუშმა განაცხადა, რომ ფორვარდი უახლოეს მატჩშიც სათადარიგო სკამზე დარჩებოდა: „დღეს ვარჯიშს ჩავატარებ და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, გონსალუ რამუში ითამაშებს. არ ვიცი, რა მოხდება მატჩის მსვლელობისას. თუ რონალდუ დასჭირდება გუნდს, შევა მინდორზე. თუ არა – არ ითამაშებს“.
რონალდო მწვრთნელის სიტყვების გამო განაწყენდა და პრესკონფერენციის შემდეგ ნაკრების ბანაკი დატოვა. წყაროს ცნობით, ის მადრიდიდან პირად თვითმფრინავს ელოდება, რათა ესპანეთში დაბრუნდეს. ფორვარდმა სოციალურ ქსელებში წასვლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
„თავის დროზე სრულ სიმართლეს ვეტყვი პორტუგალიელ ხალხს იმ მიზეზების შესახებ, რამაც მაიძულა ნაკრები დამეტოვებინა – გუნდი, რომლისთვისაც ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. ახლა კი დადგა დრო, წარმატება ვუსურვო პორტუგალიასა და ჩემს თანაგუნდელებს“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
O Jogo ამტკიცებს, რომ კრიშტიანო დაბრუნებას არ აპირებს და განწყობილია საერთაშორისო კარიერის დასრულებისთვის.
კრიშტიანო რონალდომ პორტუგალიის ნაკრებში 234 მატჩი ჩაატარა და 146 გოლი გაიტანა. ორივე მაჩვენებელი სარეკორდოა მსოფლიო ფეხბურთში.