დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი გააფართოვა. ახალი შეზღუდვები, მათ შორის, კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილე პირებს შეეხო.

ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, სანქციები შვიდ ფიზიკურ პირს დაუწესდა, მათ შორის საქართველოს ოთხ მოქალაქეს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სანქცირებულ პირებს ბრიტანეთის ხელისუფლება კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებას უკავშირებს, მათ შორის რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაციის მცდელობებსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ დანიშნულ ხელისუფლებაში საქმიანობას.

სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეთა შორის არიან:

  • ნიკოლოზ მჟავანაძე
  • გიორგი ირემაძე
  • მამუკა ფიფია
  • პაატა აბულაძე

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ახალი ზომები რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების რეჟიმის ფარგლებში დაწესდა.