თბილისი (GBC) – ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკის ჯგუფის (Lion Finance Group PLC) აქციებმა ახალი სასესიო კვირა ზრდით დაიწყო. 6 ივლისის მდგომარეობით, ერთი აქციის ღირებულებამ 118 გირვანქა სტერლინგის (GBP) ნიშნულს გადააჭარბა.
„გალტ & თაგარტის“ მონაცემებით, გასული სავაჭრო კვირა Lion Finance Group-ის აქციებმა 117.5 გირვანქა სტერლინგზე დახურა. კვირის განმავლობაში ფასიანი ქაღალდები 108.5–117.6 გირვანქის დიაპაზონში ივაჭრებოდა.
ამასთან, 2026 წლის 6 ივლისის მდგომარეობით, ჯგუფის საბაზრო კაპიტალიზაცია 5.038 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, მაშინ როდესაც 1 ივნისისთვის ეს მაჩვენებელი 4.76 მილიარდი გირვანქა იყო.
ბოლო მონაცემები მიუთითებს, რომ ინვესტორთა ინტერესი საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციების მიმართ კვლავ მაღალია, რასაც კომპანიის საბაზრო ღირებულების ზრდაც ადასტურებს.