სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო ცვლილებები, როლითაც საპარლამენტო არჩევნებსა და რეფერენდუმებში ხმის მიცემის უფლებას მხოლოდ იმ მოქალაქეებს ექნებათ, რომლებიც მუდმივად რესპუბლიკაში ცხოვრობენ.
ცვლილებების თანახმად, კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ სომხეთის მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც არჩევნებამდე 48 დღით ადრე (ან რიგგარეშე არჩევნებამდე 28 დღით ადრე) ბოლო ორი წლის განმავლობაში რესპუბლიკაში მუდმივად ცხოვრობდნენ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში (730 დღიდან სულ მცირე 366 დღე).
ნიკოლ ფაშინიანის პარტიაში აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ სომხეთის მოქალაქეებს ხშირად არ აქვთ საკმარისი წარმოდგენა კანდიდატებზე ან შესაძლოა ხმა მისცენ იმ ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის გავლენით, სადაც ცხოვრობენ.