2026-2027 სასწავლო წელს სკოლებში ცვლილებები იგეგმება. მოსწავლეები გარკვეულ საგნებს ახალი საათობრივი ბადით ისწავლიან. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ინტერპრესნიუსმა გაავრცელა.

ტაბულას განათლების სამინისტორში უთხრეს, რომ საათობრივი ბადე სკოლებს უკვე გაეგზავნათ, თუმცა ის ოფიციალურად დამტკიცებული ჯერ არ არის.

შესაძლო ცვლილებების თანახმად, ქიმიის საგნის სწავლება, მე-8 კლასის ნაცვლად, მე-7 კლასიდან დაიწყება.

ასევე შესაძლოა, მე-7 კლასიდან ქართულ ენისა და ლიტერატურის საგნები მოსწავლეებმა ცალცალკე ისწავლონ. ამასთან ერთად, შესაძლო ცვლილებებით, მე-7 კლასიდან ცალკე საგნად შეისწავლება საქართველოს ისტორია და მსოფლიოს ისტორია.

ცვლილებებით, დაგეგმილია, დაწყებით საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის სწავლება გაიზარდოს.

თუკი ცვლილებები დამტკიცდა, მე-10 კლასიდან ამოიღებენ მსოფლიო ისტორიას და მოსწავლეები მხოლოდ საქართველოს ისტორიას ისწავლიან.

ცნობისთვის, 1 ივლისს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ თქვა, რომ მეათე კლასისთვის საქართველოს ისტორია ცალკე საგანი იქნებოდა.

"განისაზღვრება ცალკე სახელმძღვანელო, ის ისტორიის საერთო ნაწილში აღარ იქნება და მსოფლიო ისტორია ცალკე იქნება". - თქვა მიქანაძემ.

tabula.ge