2026 -2027 სასწავლო წელს, მოსწავლეები გარკვეულ საგნებს ახალი საათობრივი ბადით ისწავლიან. შესაბამისი საათობრივი ბადე სკოლებს უკვე დაეგზავნათ, თუმცა ის ოფიციალურად ჯერ არ დამტკიცებულა.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, წინა წლებისგან განსხვავებით, ნაცვლად მე-8 კლასისა, ქიმიის საგნის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება. გარდა ამისა, მე-7 კლასიდან ქართულ ენასა და ლიტერატურას მოსწავლეები ცალ-ცალკე საგნებად ისწავლიან. ასევე, მე- 7 კლასიდან ცალკე საგნად შეისწავლება საქართველოს ისტორია და მსოფლიოს ისტორია.

ამასთან, დაწყებით საფეხურზე გაზრდილია ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის სწავლება.

კიდევ ერთი სიახლე შეეხება მე-10 კლასში ისტორიის სწავლებას, დაგეგმილი ცვლილებით, მსოფლიო ისტორიის სწავლება ამოღებულია ისტორიის საგნიდან და მე- 10 კლასიდან შეისწავლება მხოლოდ საქართველოს ისტორია.