მინერალური წყალი „ბაკურიანი“ აგრძელებს პორტფელის განვითარებას და მომხმარებელს ახალ გემოს - „ბაკურიანს“ ჟოლოთი სთავაზობს.  

უკვე კარგად ნაცნობ ციტრუსის მიქსსა და ლიმონის გემოებს ამიერიდან სრულიად ახალი, კენკროვანი გემო – ტყის ჟოლო ემატება. ახალი ბაკურიანი ჟოლოს გემოთი დამზადებულია ნატურალური მინერალური წყალი ბაკურიანიბაზაზე ჟოლოს ნატურალური არომატიზატორით. ბრენდის მავარი გზავნილი 0 შაქარი და 0 კალორიაა.
გემოიანი წყლების კატეგორია საქართველოში ეტაპობრივად ვითარდება და  მოთხოვნაც მუდმივად იზრდება. „ბაკურიანი“ თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნას ახალი გემოთი პასუხობს, რაც ბრენდის პოზიციებს გემოიანი წყლების კატეგორიაში კიდევ უფრო გააძლიერებს. 

„ბაკურიანის“ ახალი გემოს საკომუნიკაციო ვიდეორგოლზე ფროდაქშენ მენეჯმენტ კომპანია „ინდუსტრია ფილმმა“ იმუშავა. ვიდეორგოლი ბრენდი მომხმარებელს „ბაკურიანს“ ჟოლოს გემოთი აცნობს და ახსენებს, რომ ახალი გემო უკვე ყველგან გამოჩნდა და მისი შეძენა შესაძლებელი.„ბაკურიანი“ ჟოლოს გემოთი ბორჯომისჩამომსხმელ ახალ ქარხანაში იწარმოება.