2026 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, აპრილთან შედარებით, 0.5%-ით გაიზარდა, ხოლო 2025 წლის მაისთან შედარებით ზრდამ 4.1% შეადგინა.
ინდექსი ასახავს იმ საშუალო ფასობრივ დონეს, რომელიც საჭიროა საცხოვრებელი, არასაცხოვრებელი და სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობების ასაშენებლად საჭირო სამშენებლო მასალებისა და მომსახურებების შესაძენად.
საქსტატის ინფორმაციით, საცხოვრებელი შენობების სეგმენტში ინდექსი თვიურ ჭრილში 0.5%-ით შემცირდა, თუმცა წლიურად 0.3%-ით გაიზარდა. არასაცხოვრებელი შენობების მიმართულებით ინდექსი ერთ თვეში 0.3%-ით, ხოლო ერთ წელიწადში 7%-ით გაიზარდა. სამოქალაქო მშენებლობის სეგმენტში კი ზრდამ თვიურად 1.5%, წლიურად კი 6.8% შეადგინა.
სტატისტიკის მიხედვით, მაისში დაფიქსირებული 0.5%-იანი თვიური ზრდა, ძირითადად, სამშენებლო მასალების 0.6%-იანმა გაძვირებამ განაპირობა, რამაც ჯამურ ინდექსს 0.35 პროცენტული პუნქტი შემატა.
რაც შეეხება წლიურ დინამიკას, 4.1%-იანი ზრდის მთავარი ფაქტორები იყო მშენებლობის სფეროში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების 17.2%-იანი ზრდა, ასევე დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.1%-იანი მატება. აღნიშნულმა ფაქტორებმა საერთო ინდექსის ცვლილებაში, შესაბამისად, 2.06 და 1.12 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა.
ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 28.1%-ით არის გაზრდილი.