ბიოწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის რედიზაინზე მუშაობა მიმდინარეობს. სააგენტოში ჯერჯერობით არ საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად რა იცვლება პროგრამის ფარგლებში და ამბობენ, რომ დეტალები მთავრობის დადგენილებაში გაიწერება.

თუმცა როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ბესიკ მაჭარაშვილი აღნიშნავს, ბიოწარმოების ხელშეწყობა ტექნიკური დახმარების პროგრამის შემადგენელი ნაწილი გახდება და სააგენტო ბენეფიციარებს განახლებულ პირობებს შემოდგომიდან შესთავაზებს.

„ზუსტი დეტალები არ ვიცით, რა მიმართულებით განვითარდება ეს პროგრამა.  თუმცა იგეგმება რედიზაინი. ცალკე, აღარ იარსებებს აღნიშნული პროგრამა,  ეს იქნება ტექნიკური დახმარების პროგრამის შემადგენელი ნაწილი. ახალ პირობებს სავარაუდოდ,  შემოდგომიდან შევთავაზებთ ბენეფიციარებს. ჩვენ შევეცდებით ყველანაირად, რომ გავაუმჯობესოთ პირობები და მარკეტინგულად ბენეფიციარამდე მივიტანოთ ინფორმაცია ამ პროგრამასთან დაკავშირებით, რაც მანამდეც არაერთხელ გაგვიკეთებია“,-აღნიშნა ბესიკ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ბიოწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება. ამ პერიოდიდან დღემდე სააგენტოს 64 ბენეფიციარი ჰყავს.

წყარო: „ბიზნესპარტნიორი“