საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს 1 მილიარდ 333 მილიონ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია.

„საქსტატის“ ინფორმაციით FDI-ის 2024 წლის წინასწარ მონაცემებში აღნიშნულია, რომ შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირება.

რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას კომპონენტების მიხედვით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 483.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 60.1%-ით ნაკლებია, ხოლო რეინვესტიციამ 1 მილიარდ 170 მლნ დოლარი შეადგინა და წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 26.4%-ით ნაკლებია.

რეინვესტიციების წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2024 წელს 87.8%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2023 წელს ეს მაჩვენებელი 83.7% იყო.

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2024 წლის წინასწარი მონაცემებით, 58.2% შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 33.6%-ით, მეორეზე - მალტა 13.2%-ით, ხოლო მესამეზე - ნიდერლანდები 11.4%-ით.

2024 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 2024 წელს 63.9% შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2024 წელს შემდეგნაირად განაწილდა: