სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ ჯამურად 204.6 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულ მაჩვენებელში ყველაზე დიდი წილი, კერძოდ, 31.2% სათამაშო ბიზნესს უკავია. გასული წელი სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 63.994 მლრდ ლარი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 20 კომპანიას შორისაც 8 სწორედ აზარტული თამაშებითაა დაკავებული. შემდეგია სუპერმარკეტები და სააფთიაქო ქსელები.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ იმ 20 კომპანიის ჩამონათვალს, რომელსაც გასული წლის მდგომარეობით, ყველაზე დიდი ბრუნვის მაჩვენებელი აქვს:

  • შპს სოკარ ჯორჯია გაზი
  • შპს მარსი
  • შპს ორი ნაბიჯი
  • სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია
  • სს ნიკორა ტრეიდი
  • შპს ტოიოტა კავკასია
  • შპს ევროპაბეთი
  • შპს ავიატორ
  • შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია
  • შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური)
  • შპს SPG თრეიდინგი
  • შპს ბეთლაივი
  • შპს ფულ ჰაუსი
  • შპს ასვლა
  • სს ეპ ჯორჯია მიწოდება
  • შპს ლიდერ-ბონუსი
  • შპს ჯიდიაი
  • შპს ლიდერ-ბეთ სლოტი

bpn.ge