საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დაამზადეს ორი ყალბი „ცნობა ყურძნის წარმოშობის შესახებ“, სადაც მითითებული იყო, თითქოს რქაწითელის ჯიშის ყურძენი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში იყო მოწეული.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტების გამოყენებით ბრალდებულები ჭანდარის ღვინის ქარხანაში 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის ჩაბარებას ცდილობდნენ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლები სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.