სამმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდა, აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების პირობად 300-ზე მეტი პოლიტპატიმრის, მათ შორის ჟურნალისტების, ოპოზიციონერებისა და სამოქალაქო აქტივისტების გათავისუფლება დააყენოს.

სენატორების განცხადებით, ბაქოსთან ურთიერთობაში ვაშინგტონმა ბელარუსის მიმართ გამოყენებული მიდგომის მსგავსი პოლიტიკა უნდა გამოიყენოს. მათ ასევე გააკრიტიკეს აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ არსებული ზეწოლა.

სენატორებმა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიმართ წერილში რამდენიმე პატიმრის გათავისუფლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეს.

წყარო: Publika.ge