• მხოლოდ კორპორაციულ ბაზარზე მოზიდული პრემიის რაოდენობა 124.7 მილიონ ლარს აღწევს
“ჯიპიაი ჰოლდინგი” კორპორაციული დაზღვევის ბაზარზე ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2025 წლის ოთხი კვარტლის მონაცემებით, კომპანიას კორპორაციული დაზღვევის სეგმენტის 17% უჭირავს, ხოლო მოზიდული პრემიის მოცულობა მხოლოდ კორპორაციულ ბაზარზე 124.7 მილიონ ლარს აღწევს.
ჯამურად 2025 წელს ჯიპიაის მოზიდული პრემია 256 მილიონი ლარია რაც 22%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებლებზე.
2025 წელს ჯიპიაიმ სადაზღვევო კომპანიებს შორის ყველაზე მეტი 156 მილიონი ლარი აუნაზღაურა დაზღვეულებს.
პაატა ლომაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი : „2025 წელი ჩვენი კომპანიისთვის წარმატებული და აქტიური განვითარების წელი იყო. შევინარჩუნეთ ლიდერი პოზიციები საკვანძო მიმართულებებში და განვაგრძეთ სტაბილური ზრდა როგორც სიცოცხლის, ისე არასიცოცხლის დაზღვევის სეგმენტებში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდა ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით, სადაც „ჯიპიაი ჰოლდინგი“ უკვე წლებია ლიდერ და ინოვაციებზე ორიენტირებულ კომპანიად რჩება. ამას ადასტურებს როგორც ბაზრის მონაცემები, ისე დამოუკიდებელი კვლევები. ჩვენი მიზანია მომხმარებლისთვის მუდმივად შევქმნათ მაღალი ღირებულების მქონე სერვისები, რაც 2025 წელსაც არაერთი ახალი ინიციატივით დავადასტურეთ. მათ შორის არის საერთაშორისო სამედიცინო პლატფორმასთან diagnose.me თანამშრომლობა, რომლის საშუალებითაც ჩვენს დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ევროპელი ექიმების კონსულტაცია სხვადასხვა სამედიცინო საკითხზე.
ამასთან, კორპორაციულ სეგმენტში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო განახლებული ბრენდის „კორპოს“ დანერგვა, რომელიც თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ორიენტირებულ თანამედროვე მიდგომებს აერთიანებს და ქართულ კომპანიებს სთავაზობს გაუმჯობესებულ, მოქნილ სადაზღვევო გადაწყვეტებს. კორპორაციულ ბაზარზე ჩვენი ლიდერობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიზნესსექტორი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვას გვანდობს და ჩვენთვის ეს ნდობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას წარმოადგენს.
არასიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით განსაკუთრებით გამოვყოფდი ავტოდაზღვევას, სადაც 2025 წელს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ეს შედეგი ჩვენი ახალი მიდგომის შედეგია, ჩვენ ეტაპობრივად ვქმნით სერვისულ ეკოსისტემას, სადაც დაზღვევა მხოლოდ ზარალის ანაზღაურებას აღარ ნიშნავს. „ვუვლის“ სერვისის მეშვეობით ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ავტო ექსპერტის მომსახურებით, ავტომობილის ტექნიკური სერვისების ორგანიზებით და მიიღონ უკეთესი პირობები ბაზარზე, შემთხვევის არსებობის მიუხედავად.
ასევე აღსანიშნავია ქონების დაზღვევის მიმართულება. 2025 წელი ბიზნესისთვის რთული იყო ბუნებრივი მოვლენებისა და ხანძრების გამო. ამ გამოწვევების საპასუხოდ, „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ბიზნესებს ჯამში 20 მილიონი ლარის ზარალი აუნაზღაურა, რითაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია მათ საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნებაში.“
კომპანიის ლიდერობა ვრცელდება როგორც სიცოცხლის, ისე არასიცოცხლის დაზღვევის მიმართულებებზე, რაც მას კორპორაციულ სეგმენტში გამორჩეულ პოზიციას ანიჭებს. კომერციულ ბაზარში (სახელმწიფო პროგრამებისა და სავალდებულო ავტოდაზღვევის გარეშე) „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 19%-იანი წილით კვლავ პირველ ადგილზეა.
კომპანიის კორპორაციული შეთავაზება მოიცავს სადაზღვევო მომსახურების სრულ სპექტრს: თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევიდან, ქონების, პასუხისმგებლობის, ავტოპარკისა და სამოგზაურო დაზღვევამდე. აღნიშნული მრავალფეროვანი პორტფელი, ფინანსურ სტაბილურობასთან ერთად კომპანიას ბიზნესისთვის სანდო პარტნიორად წარმოაჩენს.
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ სადაზღვევო ბაზარზე ფინანსური სტაბილურობის მაჩვენებლებითაც გამოირჩევა. კომპანიის SOLVENCY Ratio – ანუ გადახდისუნარიანობა 247%-ა. (დადგენილზე 100% 2,5-ჯერ მეტი) საზედამხედველო კაპიტალი კი 33,5 მილიონი ლარია.
2025 წელს ჯიპიაიმ კორპორაციული მიმართულება კიდევ უფრო გააძლიერა და ბაზარს წარუდგინა განახლებული ჯანმრთელობის დაზღვევის ბრენდი „კორპო“, რომელიც თანამშრომლებზე ზრუნვის გაძლიერებული და განახლებული ინსტრუმენტია ქართული ბიზნესებისთვის.
ჯიპიაი 24 წელია აზღვევს ათასობით ქართულ კომპანიას - ყველა ტიპისა და ზომის ბიზნესს და მისი მომსახურებით დღეს 250,000-ზე მეტი დასაქმებული სარგებლობს ქვეყნის მასშტაბით. „ჯიპიაი“ ბაზრის ყველაზე დიდი წილი - 27% უჭირავს და უპირობო ლიდერობას უნარჩუნებს გასული 10 წელია.