Google და Admixer Advertising ბიზნეს ლიდერებს, მარკეტინგისა და ანალიტიკის მენეჯერებს გიწვევთ ექსკლუზიურ ვებინარზე, რომელზეც სრულად გაეცნობით Google Analytics 360-ის (GA360) შესაძლებლობებს.

ციფრული სამყარო სწრაფად ცვალებადია. ამიტომ მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკა ბიზნესის წარმატებისთვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, კომპანიების უმეტესობა სრულად ვერ იყენებს მონაცემების მაქსიმალურ პოტენციალს. Google Analytics 360 სცდება ტრადიციული ანალიტიკის ლიმიტებს და გთავაზობთ მომხმარებელთა ქცევის სიღრმისეულ ანალიზს, ტენდენციების პროგნოზირებასა და ბიზნესისთვის საჭირო ინსაითებს.

ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება:

  • GA360-ს როლი მარკეტინგული ROI-ის გაზრდაში
  • მონაცემთა ინტეგრაციის თანამედროვე მიდგომები
  • AI-ს გამოყენება ანალიტიკაში
  • რეალური ქეისები და მაგალითები საერთაშორისო პრაქტიკიდან

რატომ GA360?

Google Analytics 360 არის გაუმჯობესებული ანალიტიკური პლატფორმა, რომელიც მონაცემების გაერთიანებისა და ანალიზის დახვეწილ ალგორითმებს იყენებს. მისი მეშვეობით კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა პროგნოზირებად ანალიტიკაზე, ავტომატიზაციაზე და ღრმა ინსაითებზე დაყრდნობით მიიღონ უფრო ზუსტი გადაწყვეტილებები.

ვებინარზე Google-ისა და Admixer Advertising-ის წარმომადგენლები დეტალურად განიხილავენ:

  • GA360-ის ძირითად ფუნქციებს და ინტეგრაციის შესაძლებლობებს
  • მომხმარებელთა ქცევის ანალიზის თანამედროვე მიდგომებს
  • პროცესების ავტომატიზაციისა და რეკლამის ხარჯების ოპტიმიზაციის გზებს
  • AI-სა და მანქანური სწავლების გავლენას მარკეტინგზე

ღონისძიების ბოლოს გაიმართება Q&A სესია, სადაც მონაწილეები მიიღებენ პასუხებს მათთვის საინტერესო კითხვებზე.

როგორ დავრეგისტრირდეთ?

ვებინარზე დასწრება უფასოა, თუმცა წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულოა. რეგისტრაციის შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ ვებინარის ჩანაწერს და დამატებით სასარგებლო მასალებს.

დარეგისტრირდით აქ: https://rb.gy/v5aibv

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, გაეცნოთ GA360-ს, რომელიც თქვენი ბიზნესის ანალიტიკის გაუმჯობესებასა და მონაცემებზე დაფუძნებული, ზუსტი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

ღონისძიების დეტალები:

თარიღი: 13 მარტი, 2025
დრო: 13:00-14:30 (საქართველოს დროით)
ფორმატი: ონლაინ
ორგანიზატორები: Google & Admixer Advertising