ავტოიმპორტიორები - „შავი ჯიპის შეძენა მოდური აღარ არის“

access_time2018-02-06 09:40:50

რამდენიმე დღის წინ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ შავი ჯიპების ეპოქა უნდა დასრულდეს. „დროა, საქართველოში დავასრულოთ შავი ჯიპების ეპოქა იმიტომ, რომ ყველას აღიზიანებს, მათ შორის, მეც“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამასთან ასევე დროა შეიცვალოს, მთავრობის ავტოპარკში არსებული მანქანების შავი ფერი. ბოლო პერიოდში ავტოიმპორტიორები – განსაკუთრებით კი ახალი ავტომობილების დილერები – შავი ჯიპის „მოდიდან გადასვლის“ ტენდენციაზე საუბრობენ. 

 

კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორია საქართველოში ჯიპებზე მოთხოვნა?  ასევე,  რამდენად გაყიდვადია  „შავი ჯიპები“ , რომლებიც   საქართველოში,  წლების განმავლობაში,  მაღალ სოციალურ სტატუსთან  ასოცირდებოდა. 


ავტოიმპორტიორების უმრავლესობა ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ „მანქანა გადაადგილების საშუალებად იქცა.“მათი  უმრავლესობა აცხადებს, რომ ქვეყანაში შავი ჯიპები მოდაში აღარ არის და მომხმარებლების მხრიდან  მოთხოვნა ძირითადად ეკონომიურ მანქანებზეა.  კომპანიები მენტალობის ცვლილებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ  მომხმარებელი ძირითადად აქცენტს  ფერად ავტომანქანებზე აკეთებს. 

 

 

„კავკასიის ბიზნეს ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი სურგულაძე განმარტავს, რომ დღეს ძირითადი მოთხოვნა ეკონომიურ ჰიბრიდულ მანქანებზეა, ხოლო შავ ჯიპებზე მოთხოვნა თითქის აღარაა და ეს მენტალობა ქვეყანაში დროთა განმავლობაში იცვლება.

 

 


„ე.წ. შავი ჯიპების საკითხი რაც პრემიერმა განიხილა სახელმწიფო უწყებებს ეხებოდა. რაც შეეხება ჩვენ მოქალაქეებს, შავი ფერის ჯიპებზე მოთხოვნა ბოლო წლების განმავლობაში აღარ არის. მოთხოვნა ძირითადად ჰიბრიდულ და ეკონომიურ ავტომობილებზეა.გასულ წლებში მოთხოვნადი სტანდარტული ფერის მანქანები იყო. მაგალითად როგორიცაა, ვერცხლისფერი, შავი.

 

ეს მიდგომა ბოლო ოთხი წელია შეიცვალა. მოსახლეობის განათლების დონემ აიწია. წარსულში ამ მიმართულებით მენტალობის პრობლემა არსებობდა.ქვეყანაში მენტალობა იცვლება და მანქანა გადაადგილების საშუალებად იქცა. ამ ეტაპზე ჩვენთან მოთხოვნადია Toyota Prius, Toyota Camry, Hyundai და KIA“, - განაცხადა სურგულაძემ.




შავი ჯიპის მოდიდან გადასვლაზე საუბრობს „ჯითი მოტორსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი გიორგი თათულიშვილიც.


„ჩვენთან შავ ჯიპებზე განსაკუთრებული მოთხოვნა არ არის. პირიქით, მრავალფეროვნებაა და მომხმარებელსაც სხვადასხვა ფერის მანქანის შეძენა სურს. მათ შორის როგორიცაა: თეთრი, წითელი და ლურჯი. ბაზარზე ღია ფერის მანქანები მკვიდრდება.შავი ჯიპის შეძენა მოდიდან გადავიდა“, - განაცხადა თათულშვილმა.

 

ზემოთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განსხვავებული მდგომარეობაა „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში. კომპანიის გენერალური დირექტორის ირაკლი პაპიაშვილის განცხადებით, შავ ჯიპებზე მოთხოვნა კვლავ რჩება.

 

 

„პრემიერის ინიციატივას მივესალმები შავ ჯიპებზე მოთხოვნა ქვეყანაში კვლავ დიდია. მაგალითად, ამ ეტაპზე განსაკუთრებით გაყიდვადია Toyota Prado“, - აღნიშნა პაპიაშვილმა.მისივე თქმით, შავი ჯიპები ახლაც მოდაშია, თუმცა ამის ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებს.

 

 

შეგახსენებთ, რომ შავ ჯიპებთან დაკავშირებით, ეს არ არის პრემიერის პირველი განცხადება. 2016 წლის 20 თებერვალს, პრემიერმა მთავრობის წევრებთან ერთად სამეგრელო და სვანეთი მიკროავტობუსით მოიარა. სწორედ მაშინ თქვა კვირიკაშვილმა, რომ შავი ჯიპებითა და ესკორტებით სიარულის პრაქტიკა დასრულდა.

 

 




„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები