ევროპული ინტეგრაციის გარეშე განვითარება შეუძლებელია - ამის შესახებ კომპანია „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ევროპულ ინტეგრაციას მივესალმებით, მაგის გარეშე განვითარება შეუძლებელია, პასუხისმგებლობა დღევანდელ პროცესებზე ხელისუფლებას ეკისრება“ - განაცხადა ბესო ორთოიძემ.