გერმანია უკრაინის ენერგეტიკის სექტორის სწრაფი აღდგენისთვის 45 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოყოფს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საგრანტო ხელშეკრულება ენერგეტიკის სამინისტროში, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ ჰერმან გალუშჩენკოსა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრს სვენია შულზეს შორის შეხვედრისას გაფორმდა.

შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს „უკრენერგოს“ წარმომადგენელმა ვლადიმერ კუდრიცკიმ და გერმანიის განვითარების ბანკის, KfW-ის ხელმძღვანელობამ „ელექტროენერგიის გადაცემის ეფექტურობის გაზრდის“ პროექტის დასაფინანსებლად.