ახალი წლის დადგომასთან ერთად, უფრო და უფრო პოპულარული ხდება პიროტექნიკა. უფროსებსა და პატარებს ერთნაირად მოსწონთ სხვადასხვა ფერად განათებული ცა და ორნამენტები, რომლებსაც ამ პიროტექნიკის გამოყენებით ჰაერში ვხედავთ. თუმცა, სილამაზის გარდა მას არანაირი სარგებლობა არ მოაქვს, პირიქით – ის ძალიან ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას.
ფოიერვერკის გასროლისას, ატმოსფეროში ქიმიკატების მთელ ნაზავი იფრქვევა, რომელთაგან ბევრმა შეიძლება ზიანი მიაყენოს გარემოსა და ადამიანებს.
რისგან მზადდება ფოიერვერკები
ფოიერვერკის ნათელი ფერები და ორნამენტები მეტალის ნაერთების ერთმანეთთან შერევით მიიღება, როგორიცაა ბარიუმი ან ალუმინი. ეს ნივთიერებები განსაკუთრებით ვნებს ჩვენს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას.
გარდა ამისა, აფეთქებისთვის საჭირო ჟანგბადის წარმოებისთვის, ფოიერვერკების უმეტესობა შეიცავს ოქსიდისტორებს, რომლებიც ცნობილია როგორც პერქლორატები. ეს ნივთიერება დიდი ხნის განმავლობაში რჩება გარემოში და აბინძურებს, ჰაერს, ტბებსა და მდინარეებს.
გარდა ქიმიური ნაერთებისა, ფოიერვერკი მზადდება პლასტმასას, მუყაოს და სხვა ნაწილაკებისგან. როდესაც ფოიერვერკი ჰაერში ფეთქდება მას ეს ნაწილაკები სცვივა და ხვდება ნიადაგში, რომლის გადამუშავებასაც მრავალი წელი სჭირდება.
პიროტექნიკა და ცხოველები
თუ შინაური ცხოველი გყავთ, ალბათ, მიგიქცევიათ ყურადღება, როგორი შეშინებულია ის ფოიერვერკის გამოყენებისას. ახლა წარმოიდგინეთ, რა ემართებათ გარეთ მყოფ ცხოველებს, მათ შორის, მიუსაფარ ძაღლებს, კატებს და ცხოველებს ზოოპარკში. ასევე ფრინველებსაც.
როგორც ირკვევა, ხმაურისა და მკვეთრი განათებებისგან შეწუხებული ცხოველები ხშირად იწყებენ ახალი თავშესაფრის მოძიებას, ზოგიერთ პატარა ცხოველს კი შიშისგან შეიძლება გული გაუსკდეს. არსებობს არაერთი შემთხვევა, როცა ადამიანებმა საახალწლო ფეიერვერკების შემდეგ იპოვეს მკვდარი ჩიტები. ვეტერინარები იმასაც ამბობენ, რომ არა მხოლოდ შიშია მთავარი მიზეზი, არამედ ის მავნე კვამლიც, რომელიც შეიძლება მომწამლავი აღმოჩნდეს ცხოველისთვის.
ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ცხოველთადამცველები სტატისტიკას აქვეყნებენ, თუ რამდენი ცხოველი და ფრინველი დაიღუპა პიროტექნიკის შედეგად. მაჩვენებელი საკმაოდ სავალალოა და მაშინ, როცა არსებობს გზები, რომ მოვუფრთხილდეთ გარემოსა და ცხოველებს, რატომ უნდა ჩავაყენოთ ისინი საფრთხეში.
მიუხედავად, მრავალი გაფრთხილებისა საქართველოში პიროტექნიკის გამოყენების სტატისტიკა მზარდია, საქართველოში წელს $5,6 მილიონის პიროტექნიკა შემოვიდა