ევროკავშირმა 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, – ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ავრცელებს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის თქმით, ეს არის ბიუჯეტი, რომელიც პასუხობს ადამიანების შეშფოთებებს და წინ წევს ევროპის პრიორიტეტებს.

„ევროკავშირს ახლა აქვს 2026 წლის ბიუჯეტი. მე მივესალმები ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს შორის მიღწეულ შეთანხმებას. გლობალური არასტაბილურობის პირობებში ევროპა უნდა დარჩეს კონკურენტუნარიანი, მდგრადი და უსაფრთხო“, – წერს მეცოლა.