„ლილო მოლის” გენერალური დირექტორი გია კვარაცხელია ამბობს, რომ არ იცის, რა საკითხების განხილვა მოხდება პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე.

„პირველ რიგში, მოსმენას ვაპირებ. პრემიერთან არის შეხვედრა და ამ დროს ყოველთვის მნიშვნელოვანია, როდესაც სახელმწიფოს ხელმძღვანელთან მიწევს შეხვედრა. არ ვიცი ჯერჯერობით, რაზე იქნება საუბარი", - თქვა გია კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან.

"რუსულ კანონთან" დაკავშირებულ ვითარებასთან და დასავლელი პარტნიორების კრიტიკასთან დაკავშირებით, გია კვარაცხელიამ განაცხადა, რომ "ის რაც ხდება დღეს, არაა ნორმალური, თუმცაღა ალბათ ყველაფერი დალაგდება".