ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის გარდაცვალების შემდეგ, თეირანის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა.
„საფონდო ბირჟა დაკეტილი იქნება დღეს და მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, ოფიციალურ შეტყობინებამდე“, - ამის შესახებ ბირჟის დირექტორთა, რეზა ეივაზლუმ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ირანული მედია პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვას ადასტურებს.
მედიის ცნობით, რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. მანამდე, ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა კაშხლის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
ვერტმფრენში, პრეზიდენტის გარდა, რვა პირი იმყოფებოდა, მათ შორის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი. საპრეზიდენტო ვერტმფრენის ყველა მგზავრი და ეკიპაჟი, ავარიის შედეგად დაიღუპა“.