აპრილში სომხეთს 163 970 ტურისტი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

2024 წლის აპრილში სომხეთში ყველაზე მეტი ტურისტული ვიზიტი რუსეთიდან, საქართველოდან და ირანიდან დაფიქსირდა.

საქართველოზე, განხორციელებული ტურისტული ვიზიტების 14% მოდის. რაც შეეხება რუსეთსა და ირანს, 42% და 8%.

ცნობისთვის, 2023 წლის აპრილში სომხეთში ტურისტების ვიზიტების რაოდენობამ 179 639, ხოლო 2022 წლის აპრილში — 96 938 შეადგინა.